Header image  
   
  
 
 
 
 


xalxuri dResaswaulebi, tradiciebi da ritualebi

ისტორიულად ჩამოყალიბებული და თაობიდან თაობაზე გადაცემული წარმოდგენები, რიტუალები, ადათები, წეს-ჩვეულებები, ყოფაქცევის ნორმები. ტრადიცია შესაძლოა გავრცელებული იყოს გარკვეული სოციალური ჯგუფის (ერის, სუბეთნიკური ჯგუფის, ერთი ქალაქის მოსახლეობის, ოჯახის) შიგნით ან თაობაში. მსგავსი ტრადიციების მქონე სოციალური ჯგუფები აყალიბებენ კულტურას. ტრადიციის მაგალითია ადამიანთან მოპყრობის ან მისალმების განსხვავებული ფორმები სხვადასხვა საზოგადოებაში, ეს ტრადიციები ინსტიქტებისაგან განსხვავებით თანდაყოლილი არაა. ტრადიციებს მიაკუთვნებენ ასევე სამუშაო იარაღების გამოყენების წესებსა და ენას.

დღესასწაულთა ერთობლიობა თბილისში, რომლებიც მიუხედავად რელიგიური კუთვნილებისა, მთელი ქალაქის ყურადღებას იმსახურებდა. მასში მეტ-ნაკლებად აქტიურად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიების წარმომადგენლები.

დღესასწაულებში, რელიგიურ სიუჟეტთან ერთად, აქცენტირებული იყო სხვადასხვა წარმომავლობის, მაგრამ თბილისისათვის დამახასიათებელი კულტურული ფასეულობები. მათ პოპულარობას ხელს უწყობდა სანახაობრივი მხარე, ასევე უძველესი სარწმუნოებრივ-მითოსური შრე, გასაგები და მისაღები ქალაქში მცხოვრები ყველა ეთნოსისათვის. თბილისში სხვადასხვა დროს შემოდიოდნენ, მკვიდრდებოდნენ და ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სპარსელები, არაბები, თურქები, ასურელები, ბერძნები, სომხები, რუსები და სხვ. ისინი კომპაქტურად სახლდებოდნენ და ქმნიდნენ უბნებს, მიკროკულტურულ გარემოს საკუთარი სამლოცველოებით, დღესასწაულებით, სასაფლაოებით და კულტურის სხვა რეალიებით. ქალაქში ხანგრძლივი თანაცხოვრების პირობებში ეს ეთნოკულტურული ერთეულები უახლოვდებოდნენ ერთმანეთს და, მიუხედავად გარკვეული იზოლაციისა, ქმიდნენ ქალაქის განუმერებელ კოლორიტს.

სხვადასხვა ეთნოსისა და რელიგიების წარმომადგენლები თბილისში ხშირად ერთვებოდნენ ერთმანეთის რიტუალებსა და დღესასწაულებში, ხოლო რაც შეეხება დაკრძალვას, მასში მონაწილეობდა განისაზღვრებოდა არა მარტო ეთნიკური ან სარწმუნოებრივი ნიშნით, არამედ მეზობლობით და თანამშრომლობით.

თბილისში ძველთაგანვე იმართებოდა ქართველების ბერიკაობა, რომლის სახელწოდებას მონღოლების დროიდან ყეენობაც დაემატა და დღეს ცნობილია ბერიკაობა-ყეენობის სახელით. ძალზე პოპულარული იყო მამადავითობა, როელიც მოსახლეობის სხვადასხვა ფენისა და სარწმუნოების წარმომადგენლეს იზიდავდა. მაჰმადიანები მართავდნენ შაჰსეი-ვასეის, ასევე იმართებოდა სპარსელების უძველესი დღესასწაული ნოვრუზი, მაჰმადიანები რამაზანის დასასრულს მართავდნენ ყურბან-ბაირამს, მსხვერპლშეწირვის დღესასწაულს. თბილისში სჯულით გათვალისწინებულ ყველა დღესასწაულს მართავდნენ ებრაელები, თუმცა ისინი სხვებზე მეტად იყვნენ იზოლირებული. აღსანიშნავია მათი საახალწლო დღესასწაული როშეშანა. განსაკუთრებით პოპულარული იყო სუბსარქისი სომხებში.

გარდა ჩამოთვლილი დღესასწაულებისა, თბილისში აღინიშნებოდა მრავალი ოფიციალური საეკლესიო დღესასწაული, საუბნო თუ საოჯახო დღეები, როდესაც სტუმრობა და თანამონაწილეობა ჩველებრივი მოვლენა იყო. ამ გზით თბილისის მოსახლეობა გამოხატავდა როგორც ეთნიკურ და სარმუნოებრივ კუთვნილებას, ისე თავის დამოკიდებულებას მეზობელთა კულტურების მიმართ. შექმნილი სპეციფიკური გარემოს ძირითადი ნიშანი იყო კულტურულ-სარწმუნოებრივი მიმტევებლობა, რაც საფუძვლად დაედო თბილისელი მოქალაქი თავისებურ ზნეობრივ ტიპს. აღნიშნულ მოვლენათა ერთობლიობამ განაპირობა თბილისის უნიკალური კულტურული მოდელის ჩამოყალიბება.

religiamdeli epoqa

ეს არის პერიოდი ადამიანის გაჩენიდან პირველი რელიგიური წარმოდგენების შექმნამდე. ადამიანის გამოჩენას მეცნიერება ვარაუდობს 2,5 მლნ წლის წინ. პირველი მითოლოგიური და რელიგიური წარმოდგენები, პრიმიტიული სახით, სავარაუდოდ 35-40 ათასი წლის წინ წარმოიშვა. ეს დამტკიცებულია არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ისტორიული ენათმეცნიერების მონაცემებით. სოციოლოგთა აზრით, ეს იყო დრო, როდესაც არავითარი საზოგადოებრივი შეგნება, კულტურა, გაერთიანება არ არსებობდა. რელიგია თითქოს უეცრად შეიქმნა და იყო გიგანტური ნაბიჯი ადამიანთა საზოგადოების ისტორიაში. არქეოლოგიური მასალებით მტკიცდება, რომ ადამიანმა ბუნების ძალებთან ბრძოლაში, ცეცხლის გაჩენის, მოვლის, შენახვის და სხვა მონაპოვრის შედეგად შექმნა თავისი სახე, საზოგადოებრივი ცხოვრების ნორმები, ზნეობრივი კანონ-წესები, და ამ პროცესში ხდებოდა რელიგიის ჩამოყალიბება.

religiis warmoSoba

რელიგიის წარმოშობას წინ უსწრებდა რელიგიამდელი ხანგრძლივი პროცესი განვითარებისა, ქვის ხანის ეპოქიდან. უძველესი ფორმა რელიგიისა იყო მაგია - ჯადოქრული გზით ბუნებაზე ზემოქმედების რწმენა, რასაც პირველყოფილი ადამიანი საკულტო ცერემონიებით და შელოცვებით გამოხატავდა მისთვის სასურველი მიზნების მისაღწევად. პირველი ჩანასახი რელიგიისა გამოიხატებოდა რეალურად არსებულ საგანთა განდიდებაში, თითქოს მათ ჰქონდათ ზებუნებრივი ძალა: ქვას, ნიჟარას, თმას. ეს იყო ფეტიშის რწმენა. შემდეგ მთავარია მაგიის, ტოტემის რწმენა. ტომი გააღმერთებდა რომელიმე მისთვის მნიშვნელოვან ცხოველს. მესამე ობიექტი თაყვანისცემისა იყო სული, წინაპართა სულების რწმენა. ბოლოს. უკვე კლასობრივი საზოგადოების შექმნის შემდეგ, თანდათან შეიქმნა რწმენა ღმერთებისა, მითები, რომელშიც ადამიანებთან მოქმედებდნენ ღმერთები და ქალღმერთები, დემონები და ქაჯები, ჭინკები და ფერიები. ამგვარად, უმარტივესი წარმოდგენები მკვდარ საგნებზე თანდათანობით იქცა სრულყოფილ კოსმოგონიურ სისტემად. რელიგიის განვითარების ისტორიული ფორმებია: ტომობრივი, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და მსოფლიო რელიგიები. ძველი რელიგიური წარმოდგენების დამახასიათებელი ნიშნებია ანთროპომორფიზმი, ანიმიზმი და მაგია.

 

tradiciebi